saqarTvelos mdinareebi - stori
ტერიტორიული ერთეულები | თელავის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კახეთის კავკასიონი |
სიგრძე | 38 კმ |
აუზის ფართობი | 281 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 9.55 მ³/წმ |
მდინარე კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს ზღვის დონიდან 2950 მეტრის სიმაღლეზე, მდინარის სიგრძეა 38 კმ, აუზის ფართობი 281 კმ².მოედინება სტორის (სტვრის) ხეობაში. მის ნაპირს მიჰყვება თუშეთისკენ მიმავალი ფშაველი-ომალოს გზა. მდინარის ნაპირებზეა გაშენებული სოფლები: ლეჩური, ფშაველი და ლალისყური. ფშაველსა და ლეჩურს შორის მდინარეზე აშენებულია წყალსაცავი. მდინარის სანაპირო ზოლი 18-მდე რეკრეაციულ ადგილს ითვლის.
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყლდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - შემოდგომაზე. საშუალო წყლის ხარჯ9 9,55 მ³/წმ.
მდინარე სტორი (შტორი) ერთ-ერთი წყალუხვი მდინარეა, ზაფხულის მცხუნვარე პერიოდში მდინარე ალაზნის ერთ-ერთი მასაზრდოებელი სწორედ მდინარე სტორია. სოფელ ფშაველიდან 35-40 კილომეტრში, ხეობაში არსებობს ფეოდალთა საცხოვრისი, ისტორიულ წყაროებში დაფიქსირებულია შტვრის (სტორი) საერისთაო.